ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის სასამართლომ  ტერაქტის საქმეს  ადვოკატი ჩამოაშორა



ინდოეთის სასამართლომ საქმეს ჩამოაშორა ადვოკატი ,რომელიც მუმბაის შარშანდელი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილს იცავდა. დღეს მოსამართლე ტაჰალიანიმ ადვოკატი სასამართლოს დირექტივების შეუსრულებლობასა და პროცესის გადადების მცდელობაში დაადანაშაულა. ეჭვმიტანილს- მოჰამედ აჯმალ ქასაბს მომავალში ჩამოშორებული ადვოკატის ასისტენტი ფავარი დაიცავს.


კვირას ინდოეთის დედაქალაქის ათასობით მკვიდრმა სანთლებით ხელში ლოცვის ცერემონიალი ჩაატარა,რითაც შარშანდელ ტერაქტში დაღუპულებს პატივი მიაგო.


XS
SM
MD
LG