ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ობამა ავღანეთში ახალ სტრატეგიას გამოაცხადებს


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სავარაუდოდ ხვალ 1 დეკემბერს ავღანეთში მიმდინარე საომარ ოპერაციაში ამერიკული საჯარისო კონტიგენტის რაოდენობის გაზრდის შესახებ გააკეთებს განცხადებას. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე ადრე, ამერიკელი კონგრესმენები მსჯელობენ იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს საბრძოლო მისიის ხარჯების გასტუმრება ავღანეთში და რამდენად შესწევს ძალა შეერთებულ შტატებს ჟვირადღირებული ომი აწარმოოს საზღვაგარეთ მაშინ როცა შინ ეკონომიკური სირთულეები და მზარდი ეროვნული ვალი აფიქრებს.

დღესდღეობით ამერიკის შრომისუნარიანი მოსახლეობის 10 პროცენტი უმუშევარია, ამერიკის მთავრობის ფისკალური დავალიანება 1. 4 მეათედ ტრილიონ დოლარს შეადგენს და ასევე ლაპარაკია სერიოზულ თანხებზე, რომლებიც ჯანდაცვის რეფორმისა და სხვა შიდა პრობლემების მოგვარებას ესაჭიროება. ამ ფონზე ისმის კითხვა: შესწევს თუ არა აშშ-ს უნარი კიდევ უფრო გააფართოვოს სამხედრო მოქმედება ავღანეთში და პარალელურად ერაყში არსებულ სიტუაციას გაუმკლავდეს?

ამერიკის სენატის დამოუკიდებელი წევრი ვერმონტის შტატიდან ბერნი სანდერსი აცხადებს, რომ პასუხი, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. მან რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ეი ბი სის მისცა ინტერვიუ და განაცხადა:

„1930იან წლებში არსებული დიდი დეპრესიის შემდეგ, ამერიკა ამჟამად ყველაზე მწვავე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. საზოგადოების საშუალო ფენა გადაშენების გზაზეა. ჩემთვის დიდი პრობლემაა იმაში, რომ მიმდინარე ომზე ავღანეთში პასუხისმგებლობა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა იკისროს, მაშინ როცა მოვლენებს მშვიდად მიადევნებს თვალს მთელი დანარჩენი სამყარო და იმავდროუოლად აუღელვებლად იტყვის: რა კარგია, რომ ამეირკელი გადამხდელები და სამხედროები ასეთ სასიკეთო საქმეს აკეთებენ მთელი მსოფლიოს გულისთვის. „

კონგრესმენ სანდერსის ტელევიზით გაჟღერებული მოსაზრებები დემოკრატიული პარტიის იმ წარმომადგენელთა თვალსაზრისს ეხმაურებოდა, რომლებიც თვლიან რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების წვლილი ამიერიდან სპეციალურად დაწესებული ომის გადასახადით უნდა დაფინანსდეს და არა ისე როგორც ამას ახლა აქვს ადგილი--ეროვნული ვალის გაზრდის ხარჯზე.

ამ ფონზე, ცენტრისტი დემოკრატები ამერიკაში და ფაქტობრივად ყველა რესპუბლიკელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად დიდი ხარჯებისა, ავღანეთში ამერიკამ არ უნდა წააგოს ომი, განსაკუთრებით, კი იმ დროს როცა ექსტრემიზმისა და საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე იზრდება.

მოვუსმინოთ კიდევ ერთ კონგრესმენს ამჯერად რესპუბლიკური პარტიიდან, ლინდსი გრაამს:

„ავღანეთს ვერ შევადარებთ რომელიმე სხვა ადგილს მსოფლიოში. ეს გამორჩეული, განსაკუთრებული პრობლემაა. ეს არის ქვეყანა, საიდანაც თალიბებმა კონტროლი აიღეს ხელში მას შემდეგ რაც რუსები გავიდნენ ქვეყნიდან, თალიბებმა, რომლებმაც მოგიანებით ალ ყაიდასთან ერთად ამერიკაზე მიიტანეს იერიში და 30000 ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე იმსხვერპლეს 11 სექტემბერს. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტი მსოფლიოს განუცხადებს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება".

გრაამმა დასძინა, რომ ნაცვლად ომის გადასახადის დაწესებისა, ამერიკის მთლიანი ფედერალური ხარჯები უნდა შემცირდეს, რათა ავღანეთის ომის ხარჯები დაიფაროს.

ამ ფონზე, შეგახსენებთ, რომ ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერა ავღანეთში მიმდინარე საომარი კამპანიის მიმართ, სუსტდება. ვაშინგტონის ქუჩებში, გამვლელთა შორის ომი მტკივნეულ პრობლემად აღიქმება:

'ვფიქრობ, რომ ავღანეთიდან უნდა გავიდნენ ამერიკელი სამხედროები. იქ არ არის ჩვენი ადგილი. მიმაჩნია, რომ 75 მილიარდით მეტის გადახდა უბრალოდ არ შეგვწევს. ამ ხარჯების დაზოგვა ჯანდაცვისა და განათლების სექტორების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გვმართებს." ამბობს ერთერთი ფეხით მოსიარულე.

კიდევ ერთი გამვლელი გვეუბნება: „როგორც მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ მშვიდობისა და თავისუფლების საფასურის გაღება ნამდვილად ღირს. სწორედ ამიტომ, ხშირად საფასურის გადახდა მოგვიწევს."

ხვალ პრეზიოდენტი ობამა სწორედ ჩვეულებრივი ამერიკელების დარწმუნებასა და გულის მოგებას შეეეცდება ამ ომის მხარდასაჭერად. ეს კი ადვილი არ იქნება, როცა ამერიკელებს ქვეყნის შიგნით ეკონომიკური სირთულეები აშფოთებს.

გავლენიანი სენატორი რიჩარდ ლუგარი ამბობს, რომ ამ პრობლემაზე მსჯელობისას, ეკონომიკური კომპონენტი უნდა გავითვალისწინოთ.

ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად უნდა ჩავრთოთ ამ განხილვებში, ისევე როგორც ამას აკეთებენ სხვა ქვეყნები მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ამას სწორედ იმიტომ მოგახსენებთ, რომ თუ არა ხალხის კეთილდღეობა, ეკონომიკურად მეტნაკლებად გამარუთლი წყობა, კონგრესმენები მხარს არ დაუჭერენ ამომრჩეველთათგის ამდენად წინააღმდეგობრივ პოზიციას და დამატებითი ჯარების დისლოცირების წინააღდეგი წავლენ. პოლიტიკოსები ასევე თავს შეიკავებენ ავღანეთის სამხედრო ნაწილების წვრთნის პროგრამების დაფინანსებაზე." ამბობს სენატორი რიჩარდ ლუგარი.

სჩორედ რიჩარდ ლუგარმა შეიტანა წინადადება -კონგრესში შეწყდეს განხილვები ჯანდაცვის რეფორმაზე და მთელი აქცენტირება ავღანეთის ომზე გაკეთდეს. მაგრამ უნდა აღინიშოს, რომ სწორედ ომის თემამ შესაძლოა თავისთავად იმდენად დაჩრდილოს ნებისმიერი შიდა პრობლემა და საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ბარაკ ობამა ვერცერთი სარეფორმო წინადადების გატანას ვერ შეძლებს უახლოესი მომავლის განმავლობაში.

რა სტრატეგიით გააგრძლეებს მოქემდებას ავღნეთში ამერიკა? როგორი იქნება გამოძახილი მსოფლიოში. ამ თემებზე უსმინეთ ამერიკის ხმას.

XS
SM
MD
LG