ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი პენსიონრების ახალი გატაცება


ბოლო ხანს ამერიკაში ათასობით ხანდაზმული ადამიანმა თავდაცვის ახალ საშუალების შესწავლა დაიწყო,რომლის იარაღად იმ აქსესუარს იყენებს,რაც ასაკის შესაბამისად ისედაც ესაჭირეოება. პენსიონერმა ამერიკელებმა აღმოსავლური ორთაბრძოლის ერთერთი სახეობის-კეინ ფუს შესწავლა დაიწყეს.მსურველთა რიცხვი ბოლო ხანს ისე გაიზარდა,რომ ამერიკის ხმა დაინტერესდა ამ თემით და სპეციალური სიუჟეტიც მოამზადა.

ფლორიდის შტატში ამერიკელი პენსიონრების დიდი ნაწილი ცხოვრობს.ამ შტატის ზომიერმა და გაწონასწორებულმა კლიმატმა ხანდაზმულ ადამიანებს კომფორტული და დამსახურებულად მინიჭებული დასვენებისთვის იდეალური პირობები შეუქმნა,ამიტომაცაა ,რომ ამ შტატში თეთრთმიან და ჭარმაგ ადამიანებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით.

აღმოსავლური ორთაბრძოლის სახეობას -კეინ ფუს ფლორიდის ორთაბრძოლების სპეციალურ სკოლაში ასწავლიან.ჯგუფში ძირითადად ხანდაზმული ადამიანები არიან გაწევრიანებული.

ინსტრუქტორი გარი ჰერნანდესი მათ ყავარჯნის საშუალებით თავმდასხმელისგან თავის დაცვასა და მოგერიების ხერხებს ასწავლის. „თუ თავდამსხმელი აპირებს ხანდაზმულ ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, ბუნებრივია, მოხუცი სათანადო პასუხს ვერ სცემს და ოცი წლის ახლაგაზრდასავით ვერ მოქმედებს.ამიტომაც ჩემი მიზანია მოხუცებს არა ბრძოლის,არამედ თავდაცვის ილეთები და სიტუაციიდან იოლი გამოსავალის საშუალებები ვასწავლო.“

აღმოსავლური ორთაბრძოლის სახეობა -კეინ ფუში თავდაცვის საშუალებად მოხუცთა მუდმივი აქსესუარი ხელჯოხს ძალზე ოსტატურად გამოიყენება. ხანდაზმული ადამიანების ეს ყოვლად უვნებელი ნივთი კეინ ფუს საშუალებით თავდასხმის დროს არაჩვეულებრივ მოგერიების საგნად იქცევა.მოხუცს შეუძლია ხელჯოხის მოხრილი სახელური თავდამსხმელს კისერში გამოსდოს და მისგან მოსალოდნელი ფიზიკური დარტყმა თავიდან აიცილოს. ჯონ გიბსონი ამერიკელი პენსიონერი გახლავთ.აღმოსავლური ორთაბრძოლის სახეობის -კეინ ფუს შესწავლა რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. ჯონმა მას მერე,რაც ფეხი მოიტეხა,იძულებულია ხელჯოხით მოიშველიოს. „ხელჯოხი სიარულში მეხმარება. ახლა კი ვსწავლობ,თუ კიდევ თუ რაში შემიძლია ეს სასარგებლო ნივთი გამოვიყენო“

ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხუცებზე თავდასხმების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.ამ მხრივ გამორჩეული განსაკუთრებით 2002 წელი გახლდათ. მაკ ალპინი ის ადამიანია,ვინც კეინ ფუს მიმდევარი მოხიცებისთვის შესაფერის ხელჯოხებს საკუტარი ხელით ამზადებს.კვირაში მას დაახლოებით ასი ხელჯოხის დამზადება უწევს.კეინ ფუს ხელჯოხები ჩვეულებრივი ყავარჯნებისგან მაინც განსხვავდება.მას მოზრდილი ზომის ხის ტარი და შედარებით ფართო კაუჭი აქვს,რაც მოხუცს საშუალებას აძლევს თავდამსხმელს კისერში კაუჭი იოლად გამოსდოს და ფიზიკური შეხება თავიდან აიცილოს.

კეინ ფუს პედაგოგი მაკ ალპინი აცხადებს:

„ხელჯოხები თავმდასხმელისთვის ძალზე ბევრი სიურპირზს ინახავს.მისი საშუალებით მოხუცს შეულზია თავი დაიცვას და მოძალადე განაიარაღოს“

მაკ ალპინი კეინ ფუს სხვა მწვრთნელებთან ერთად აღმოსავლური ორტაბრძოლის ხელოვნებას მთელი ამერიკის მასშტაბით ასწავლის.დღესდღეობით აამერიკაში 3500სტუდენტი ეუფლება კეინ ფუს ინსტრუქტორის პროფესიას ,რათა მომავალში საკუტარი ჯგუფები აიყვანონ და ხანდაზმული ადმაინები ავარჯიშონ.


პენსიონერი გარი ჰერნანდესის აზრით,მოხუცთა უსაფრთხოება შედარებით არასტაბილური განსაკუთრებით ამერიკის ეკონომიკის რეცესიის დროს გახდა.ამიტომაც არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში კეინ ფუს ხელოვნებით ქვეყანაში ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანი დაინტერესდეს.



XS
SM
MD
LG