ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პირველი ქალბატონის  პოპულარობა



საპრეზიდენტო არჩევნების სამარათონო პერიოდიდან დღემდე მიშელ ობამა მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ამერიკელებმა პრეზიდენტის მეუღლის ფოტოები ჟურნალ "ვოგისა" და "გლამურის" ყდებზეც იხილეს. ქალბატონი ობამას პოპულარობას ისიც დაერთო,რომ მისი ცხოვრების შესახებ წიგნის გამოცემა გადაწყვიტეს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ამერიკელები მიშელ ობამას ჩაცმის სტილს ანიჭებენ.მსგავსი ინტერესი ბოლო ორმოცი წლის მანძილზე პრეზიდენტის არცერთ მეუღლეს არ დაუმსახურებია.

ინაუგურაციის საზეიმო წვეულებაზე მიშელ ობამა საზოგადოების წინაშე თეთრი კაბით წარსდგა . პრეზიდენტი ობამა აშკარად მოიხიბლული იყო მიშელის ყვავილებითა და ბრჭყვიალა ქვებით მოოჭვილი, ცალმხარზე მოხსნილი საღამოს კაბით და აღფრთოვანებას ვერც მალავდა:

„ხედავთ.რა ლამაზია ჩემი მეუღლე?"

ეს საზეიმო სამოსი ქალბატონ ობამასთვის დიზაინერმა ჯეისონ ვუმ შექმნა.თუმცა პრეზიდენტის აღფრთოვანება მეუღლის კაბასთან დაკავშირებით ამერიკაში ბევრმა არ გაიზიარა.

მერი ტომერმა პრეზიდენტის მეუღლეზე წიგნის გამოცემა მისი მოდის სტილზე ინტერნეტ-საიტის შექმნის შემდეგ გადაწყვიტა:

„მსგავსი დამოკიდებულება პრეზიდენტის მეუღლის მიმართ ამერიკაში ჟაკლინ კენედის შემდეგ არავის ჰქონია,უამრავი ადამიანი შემოდიოდა საიტზე და ქალბატონ ობამაზე საკუტარ აზრებს გვიზიარებდა"

მერი ტომერმა მიშელ ობამასადმი მიძღვნილ წიგნს „ქალბატონი „ო" ანუ მოდური დემოკრატიის სახე უწოდა".

ამასობაში კი ქალბატონი ობამა ცდილობს საკუთარი მდგომარეობა მაქსიმალურად გამოიყენოს და ქვეყანაში შექმნილ სოციალური პრობლემებს განსაკუტრებულ ყურადღებას უთმობს. პრობლემების სპექტრი კი ნამდვილად ფართო გახლავთ, ამერიკელი ვეტერანების დახმარება იქნება ეს თუ ქალთა ჯანმრთელობის საკითხი...

აი ,რას ამბობს თავად ქალბატონი ობამა ამასთან დაკავშირებით:

„სამწუხაროდ ჩემს მიერ არსებული მონაცემების მიხედვით, ამერიკელი ქალების ერთი მესამედი ჯანმრთელობის პრობლემების გამო მთელი ცხოვრების დანაზოგს ხარჯავს ან ვალებს იღებს"

მიშელ ობამა განსაკუთრებულ ყურადღებას ჯანმრთელი კვების საკითხს ანიჭებს და მებაღეობა თავდავიწყებით იტაცებს.

ამერიკის პრეზიდენტის მეუღლის ინტერესებთან დაკავშირებით მერი ტომერი აღნიშნავს:

„იშვიათად,რომ ინტრნეტ საიტზე ადამაიანებს განსაკუთრებული ყურადღება მიშელ ობამას ჩაცმის სტილის მიმართ გამოეხატათ.უმეტესი მათგანი დაინტერესებულია,თუ როგორ დედა ან მზარეულია პრეზიდენტის მეუღლე?რა დონის პროფესიონალიზმით გამოირჩევა იგი და ბევრი სხვა დანარჩენი რამ "

თუმცა მიშელ ობამას გემოვნების განსაკუთრებულობას ხაზი ინაუგურაციის დღის საზეიმო ცერემონილზე ჩაცმულმა სამოსმაც გაუსვა.იმ დღეს ქალბატონი ობამა მსოფლიოს წინაშე დიზაინერი იზაბელა ტოლედოს მომწვანო ლიმნისფერი კაბით წარსდგა.

აღსანიშნავია ისიც,რომ ქალაბატონი ობამა არც იაფფასიან ტანსაცმლის ჩაცმაზე ამბობს უარს.ამერიკელებს პრეზიდენტის მეუღლე დიზაინერი ჯეი ქრუს სამოსშიც კი ჰყავთ ნანახი.მერი ტომერი ამასთან დაკავშირებით ამბობს:

„ დიზაინერი ჯეი ქრუს ტანსაცმლის შეძენაზე ნებისმიერ ამერიკელ ქალს მიუწვდება ხელი.ასე რომ ამერიკელ ქალს შეუძლია იმავე სამოსში გამოწყობილმა იაროს ,როგორშიც მისი ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლე დადის"

ყოველივე ამის გარდა მიშელ ობამას სტილს მოწინაარმდეგეც ბევრი გამოუჩნდა. დღემდე განხილვის საგნადაა ქცეული ქალბატონი ობამას გარდერობში უსახელო კაბების სიმრავლე. ბევრს წერენ მისი სიტუაციისადმი შეუფერებელი ჩაცმის სტილზეც.

მიუხედავად ამისა,ამერიკის პრეზიდენტის მეუღლის- მიშელ ობამას მიმართ ინტერესი ქვეყანაში მაინც არ იკლებს. ამის მიზეზი კი არა მისი ჩაცმის სტილი და გემოვნება გახლავთ,არამედ მისი პიროვნება და საქმაინობა მანამ,ვიდრე მიშელ ობამა ამერიკის პირველი ქალბატონი გახდებოდა.


XS
SM
MD
LG