ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეიარაღების დარგში ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა


ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი მაიკლ მალენი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური გენერალი ნიკოლაი მაკაროვი. მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტი, რომელსაც 1991 წელს მოეწერა ხელი. ამ პაქტს წელს გასდის ვადა. მხარეები მუშაობენ ახალი პაქტის დადების დეტალებზე. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადეს ახალ პაქტს მიმდინარე წლის მიწურულს მოეწერება ხელი.

XS
SM
MD
LG