შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმ გადაწყვეტილების მიღების დღეს უახლოვდება, რომელცმაც ამერიკის ჯარების სტატუსი და რაოდენობა უნდა დაადგინოს ავღანეთში. რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ავღანეთში ამერიკული ჯარების მეთაურმა თეთრ სახლს ფორმალურად სთხოვა ავღანეთში ჯარების გაზრდა, გაძლიერებული თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლად. ობამამ განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს გეგმას, რომელიც ავღანეთში შეერთებული შტატების სტრატეგიის ყველა დეტალს მოიცავს. თეთრი სახლი ამ გადწყვეტიების მიღებას აყოვნებს, ხოლო რესპუბლიკელი კონგრესმენები კი ამ დაყოვნებას საშიშ პროცესად აღწერენ. ტენესის შტატის სენატორი ლამარ ალექსანდრეს თქმით: „მან უნდა დაგვანახოს, რომ გადაწყვეტილების მიღება სწარაფად სურს, მოვიდეს კონგრესში და გვითხრას რის გაკეთებას გეგმავს.“ ასევე რესპუბლიკელი მიზურის სენატორიმა კიტ ბონდმა პრეზიდენტი ახლახან კაკეთებული განცხადების გამო გააკრიკიკა, რომელშიც ობამ ავღანეთიდან გამოსვლის სტრატეგიზე მიანიშნა.
„ახლა იმისი თქმა, რომ ავღანეთში ისე შევდივართ, რომ იქედან გამოსვლის გეგმა მომზადებული გვაქვს არა მხოლოდ ჩვენს ჯარისკაცებს ეუბნება იმას, რომ დარწმუნებული არ ვართ რამდენი ხანი გავაგრძელებთ მისიას, არამედ ავღანელ ხალხსაც ეუბნება რომ შეერთებულ შტატებს ავღანეთში დარჩენის პოლიტიკური ნება არ აქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიმსახუროთ ავღანელი ხალხის ნდობა,“ განაცხადა ბონდმა. ამერიკაში ყველას არ სჯერა იმის, რომ ავღანეთში დამატებითი ამერიკული ჯარების გაგზავნა თალიბი მეამბოხეები დამარცხებას და მათი თავშისაფარების განადგურებას უზრუნველყოფს. ერთ-ერთი ასეთი სკეპტიკური შეხედულების მქონეა პენსილვანიელი დემოკრატი სენატორი არლინ სპექტერი. „თუ ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნა ალ ყაიდას დამარცხების გარანტი არ იქნება, მე არ მჯერა, რომ ავღანერთში დამატებითი ჯარები უნდა გავგზავნოთ. ალ ყაიდას ჩვენი განადგურება სურს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასამარცხებლად. თუ მათ ისევე შეუძლიათ იემენში ან სომალიში ორგანიზება, როგორც ავღანეთში, რატომ უნდა ვიბრძოლოთ ავღანეთში, ქვეყანაში სადაც ათასწლეულის მანძილზე ვერც ერთმა სამხედრო ძალამ წარმატებას ვერ მიაღწია,“ განაცხადა სენატორმა სპექტერმა.ამერიკაში გამოკითხვებიდან ჩანს, რომ ავღანეთის ომის მხარდაჭერა შემცირდა. ხოლო ანალიტიკოსების აზრით კი, ობამა მალე მიიღებს ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილებას, მაგრამ სამხედრო პერსონალის რაოდენობა ალბათ გენერალ სტენლი მაკკრისტალის მიერ მოთხოვნილ 40 000 ჯარისკაცზე ნაკლები იქნება.