ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტების შედეგად 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


კოალიციის საერთაშორისო ძალების განცხადების თანახმად, ავღანეთის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულია 4 ამერიკელი და 8 ავღანელი ჯარისკაცი.

ნატოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავღანეთის აღმოსავლეთში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსვერპლა. ქვეყნის სამხრეთში კი სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და ბომბების აფეთქების შედეგად.

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ჰელმანდის პროვინციაში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას სამი ავღანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

ამ ფონზე, ამეირკელი ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ 39 მილიარდი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება დაურიგონ ავანეთის იმ პროვინციების მოსახლეობას, სადაც გასულ წელს ყაყაჩოს კულტივირება საგრძნობლად შემცირდა.

XS
SM
MD
LG