კანადა უარყოფს იმ ბრალდებას, რომ თითქოს ავღანეთში მოქმედმა კანადურმა სამხედრო ქვედანაყოფმა ადგილობრივ მთავრობას გადასცა ტყვე თალიბები, რომლებიც შემდეგ აწამეს. კანადის თავდაცვის მინისტრმა პიტერ მაკკეიმ განაცხადა, რომ ბრალდება თალიბი ტყვეებისგან მომდინარეობს და მათი ნდობა კი არ შეიძლება. რამდენიმე დღის წინ კანადელმა დიპლომატმა რიჩარდ კოლვინმა ქვეყნის პარლამენტს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენება მისცა.