ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ირანის მიმართ საპასუხო რეაქციაზე საუბრობს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-მა საერთაშორისო თანამეგობრობასთან დაიწყო მოლაპარაკებები რომელზეც შემუშავებული იქნება საპასუხო რეაქცია ირანის მიმართ, რომელმაც არ დააკმაყოფილა გაეროს ატომური სააგენტოს წინადადება.

განცხადება მან ხუთშაბათს სამხრეთ კორეაში გააკეთა. ამასთან ობამამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება პოტენციური ნაბიჯების პაკეტი, რომელიც მიმართული იქნება ირანის მიმართ „ნათელი გზავნილის“ მისაწოდებლად.

XS
SM
MD
LG