ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხო სკოლა


ქართული საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების სამინისტროსთან ერთად საქართველოს რამდენიმე სკოლაში ახორციელებს პროგრამას, სახელწოდებით "უსაფრთხო სკოლა". მაგრამ ასევე ვიცით, რომ კანონპროექტი არასრულწლოვანის დასჯისას ისეთივე მკაცრია, როგორც ზრდასრულის მიმართ. ფსიქოლოგები, რომელნიც ამ საკითხთან დაკავშირებით განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობენ საკუთარი შეხედულებები აქვთ. საკუთარ მოსაზრებას ფსიქოლოგი ნატო ზაზაშვილი გვიზიარებს.

ნ.ზ.- ამ ჩვენი დღევანდელი თემის კონტექსტში ერთ ერთი საჭირბოროტო და ძალიან აქტუალური საკითხია, დროული იდენტიფიცირება აი ამ ზოგიერთ რთულ ბავშვთთან და რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან. ამასთან დაკავშირებით ალტერნატიული სასჯელის თემა მინდოდა შემომეთავაზებინა, რამდენადაც მე ვიცი, ჩვენი საკანონმდებლო ბაზა ცოტა ხელს არ უწყობს იმას რომ დაინერგოს ალტერნატიული სასჯელის ფორმა, იმიტომ რომ ეხლა ცოტა მწვავე მაგალითს მოვიყვან მაგრამ აი ბავშვი რომელიც და ვიცით ასეთები, მოიპარავს პურს, მოიპარავს კანფეტებს, მერე გაარკვევ რომ ამ ბავშვს თურმე შია, რომ ოჯახში ძალადობაა, ალკოჰოლიკი ჰყავს დედაც და მამაც. მე მაგალითად ესეთ დროს როგორც დედას როგორც მოქალაქეს ჩემ თავს უსვავ შეკითხვას რომ აი მე რა გავაკეთე რომ ამ ბავშვს არ მოეპარა რომ მშიერი არ ყოფილიყო და რა ეკუთვნის, იმიტომ რომ ფაქტი ფაქტად რჩება კანონი დაირღვა, მაგრამ როგორ ვრეაგირებთ ამაზე.

საერთოდ ჩვენი ბავშვები მეტად რომ იყვნენ ჩართულნი, მემგონი მხოლოდ წაგვადგება, იმიტომ რომ მე მაგალითად ვისაც ვეკითხებოდი, ბავშვებს, მათი აზრი მაინეტერესებდა სათვალთვალო კამერებზე, სხვადასხვაირად გამოხატავდნენ, ზოგი აგრესიულად, მაგრამ არსი იყო ერთი, ისინი ამას იღებენ შეურაწყოფად, ნდობის არ ქონად და აი ეს მემგონი შეიძლება ეს საკითხი ბავშვებთან იქნეს განხილული, მე ხშირად დავდივარ სკოლებში და მაქვს ურთიერთობა არა მარტო თბილისში არამედ რეგიონებში, არაჩვეულებრივად ბევრი რამ იციან, უფრო მეტი ვიდრე ჩვენ შეიძლება გვეგონოს, თვითონაც ვერ აცნობიერბენ რომ ამ ცოდნის მატარებლები არიან და არ არიან მიჩVეულები რომ შეიძლება უფროსმა კითხოს, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, თუ ვიდეო თვალი არ მოგწონს. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს დაგვეხმარება რომ უფრო სწორი და მათთვის შესაბამისი გამოსავალი ვიპოვოთ, სწორედ დღეს წავიკითხე აი ის სტატია და მერე იყო კომენტარი, ვიღაც მოქალაქე ითხოვს მკაცრ და სადამსჯელო ღონისძიებებს, მაგრამ მოდი თვითონ ბავშვები ჩავრთოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, აი ეს ლოკალური თემა განვიხილოთ ფართო კონტექსტში ანუ ზოგადად არა ძალადობრივი და ძალადობის პრობლემა სახელმწიფო დონეზე,ოჯახების დონეზე,თემის დონეზე იმიტომ რომ ეს ხომ აირეკლება, მითუმეტეს გასათვალისწინებელია რომ ეს დღევანდელი მოზარდები არიან დაბადებულები 90-იანი წლების დასაწყისში, მე სულ ვწუხვარ ხოლმე როდესაც ვუყურებ რახდება ქუჩაში, სოციალური პოლიტიკური პროცესები რომ მიდის, ნეტავ რას ფიქრობენ ბავშვები?! ვინმე ეხმარება ან ინტერესტება?! ეს მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე და სწორედ ძალადობრივი ქცევის გამყარებაზე დიდ გავლენას ახდენს რა თქმა უნდა.


XS
SM
MD
LG