ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტები რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დღეს ჟურნალისტების წინაშე თანამშრომლობის ახალი გეგმით წარსდგნენ.
ბარაკ ობამამ და ჰუ ჯინტაომ შეთანხმებით პირობა დადეს, რომ გლობალური ეკონომიკის, ბირთვული გაუვრცელებლობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში ითანამშრომლებენ.
ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ჩინეთის ძალისხმევას, მსოფლიო ასპარეზზე უფრო მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებისთვის.
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევები ორივე ერს ეხება და მათთან გამკლავება მარტო არავის ძალუძს.
პრეზიდენტებს ჟურნალისტებისგან დამატებით შეკითხვებზე პასუხი არ გაუციათ.