ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშერის რეაქტორი  ამა წლის ბოლომდე არ დასრულება


რუსეთი აცხადბს, რომ ირანის გახმაურებული ბუშერის რეაქტორი, რომლის აშენებაშიც რუსეთი აქტიურად ეხმარება ირანს, ამა წლის ბოლომდე არ დასრულება. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა. მშენებლობის დასრულების შეფერხების მიზეზად მან ირანის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ბირთვულ საკითხებზე თანამშრომლობის ნელი ტემპი დაასახელა.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ მოსკკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუშერის რეაქტორთან დაკავშირებით რუსეთს 2009 წლის ბოლოსთვის რუსეთს სერიოზული წინსვლა ექნება, თუმცა რეაქტორის გაშვება წლის ბოლოსთვის არ მოხდება. მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული და არა პოლიკიკურთან.

შმატკო ახლახან დაბრუნდა სინგაპურიდან, სადაც პრეზიდენტ მედვედევთან ერთად წყნარი ოკეანის ეკონომიკურ სამიტს დაესწრო. მედვედევმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ცალკე შეხვედრაზე ესაუბრა. ობამამ თეირანს მოუწოდა დაემორჩილოს გაეროს წინადადებას ურანის საზღვარგაერთ გამდიდრებასთან დაკავშირებით. მან ასევე დაამატა, რომ დიპლომატიური მეთოდებით ამ საკითხზე მუშაობის ვადა დასასრულს უახლოვდება. მედვედევმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკების წარმოების პროცესის დანიშნულება გარკვეული გამჭირვალობის გარანტიების მიღებაა ბირთვული პროგრამის გარშემო.

ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს მიმდინარე ტემპი, რომლის ჩარჩოებშიც ვითარდება ეს პროცესი. ჩვენ იმედს ვამყარებთ იმაზე, რომ ირანთან ერთობლივი მუშაობა საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ შეთანხმებამდე, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ და რომ ირანის პროგრამას მშვიდობიანი ხასიათი ექნება და რომ ირანის პროგრამა აღარ გამოიწვევს იმდენ შეკითხვას, რომდენიც ახლა საერთაშორისო საზოგადოებას უჩნდება მასთან მიმართებაში. ციტატის დასასრული

ირანს კონკრეტული პასუხი ჯერ არ გაუცია გაეროს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც ირანისთვის ურანის გამდიდრების წარმოებას საფრანგეთში ან რუსეთში გულისხმობს. შეთავაზების დანიშნულება ირანისთვის ბირთვული საწვავის წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვაა, რომლის გამოყენებაც ბირთვულ იარაღში შეიძლება. რუსეთი ირანს ბუშერის რეაქტორის აშენებაში ეხმარება, რომლის სიმძლავრეც 1000 მეგავატია.

შეერთებული შტატები და სხვა დასავლური სახელმწიფოები ირანს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის ბირთვული იარაღის შემუშავებას ცდილობს. თეირანი კი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამის დანიშნულება მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებაა.

რუსეთის ეროვნული ენერგეტიკულუი უსაფრთხოების ფონდის კვლევითი პროგრამის დირექტორის, ალექსანდრე პასეჩნიკის განცხადებით, ბუშერის რეაქტორი თითქმის დასრულებულია. მისი თქმით, რეაქტორის გაშვების შეყოვნება უფრო პოლიკიტურ გადაწყვეტილებას ჰგავს ვიდრე ტექნიკურს, რადგანაც შეფერხებაზე განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ობამა და მედვედევი ერთმანეთს შეხვდნენ სინგაპურში.

პოლიტიკურ არასტაბილურობას, რომელიც გრძელდება და ამასთან ერთად რუსეთის მიერ ამერიკისა და ირანში საკუთარი ინტერესების ბალანსის დაცვას სწორედ ამ შედეგამდე მივყავართ. ციტატის დასასრული.

მოსკოვში ვიზიტის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები თანხმდებიან იმაზე, რომ ირანთან დიპლომატიური საუბრები უნდა გაგრძელდეს. კლინტონის თქმით, ჯერ ადრეა დამატებით სანქციებზე საუბარი, თუმცა დიპლომატიური გზებით საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატების თანახმა იქნება ირანს სანქციები გაუმკაცრდეს. რუსეთი ირანზე სანქციების გამკაცრების თაობაზე თავს იკავებს.


XS
SM
MD
LG