ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს არჩევნების შედეგები


კოსოვოს პირველ არჩევნებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გამარჯვებას ორი უდიდესი პოლიტიკური პარტია ჩემულობს. გუშინ ჩატარებული არჩევნების პირველად შედეგებს დღეს საღამოს გამოაქვეყნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური შედეგები არ გამოქვეყნებულა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა, რომ ქვეყნის 36 მუნიციპალიტეტიდან 20 ში გამარჯვებას მისმა „კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ“ მიაღწია. ქვეყნის პრეზიდენტმა ფატმირ სეჯდიუმ კი აღნიშნა, რომ დედაქალაქ პრიშტინაში გამარჯვება „კოსოვოს დემოკრატიულმა ლიგამ“ მოიპოვა.


XS
SM
MD
LG