ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქებას ოთხი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


პაკისტანის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში განხორციელებულ აფეთქებას ოთხი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციის თანახმად, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის განყოფილების შორიახლოს ავტომობილი ააფეთქა. ამ ტერაქტის შედეგად დაჭრილია ოცდახუთზე მეტი ადამიანი. ეს ერთი კვიორის განმავლობაში ფეშავარის მიდამოებში განხორციელებული უკვე მეშვიდე აფეთქებაა. მას შემდეგ რაც პაკისტანის არმიამ სამხრეთ ვაზირისტანში გამაგრებული თალიბების წინააღმდეგ შეტევითი ოპერაცია წამოიწყო, ასეთი სახის ტერაქტები მომრავლდა.



XS
SM
MD
LG