ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვიზიტს აზიაში განაგრძობს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა განაგრძობს ვიზიტს აზიაში. დღეს ტოკიოში გამოსვლისასაშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთთან თანამშრომლობასა და საერთოდ აზიის საკითხებში უფრო მეტ ჩართულობაზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, შეერთებული შტატები მიესალმებაჩინეთის სურვილს უფრო ფართომასშტაბიანი როლი შეასრულოს მსოფლიო არენაზე. ამასთან ობამამ იმასაც გაუსვა ხაზი რომ ამერიკა არ მოერიდება ისეთ ღირებულებებზე საუბარს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები.

პრეზიდენტმა ობამამ თავის სიტყვაში აგრეთვე ისაუბრა ბირთვული იარაღის გავრცელების პრობლემაზე, კლიმატის ცვლილებებსა და გლობალურ ეკონომიკაზე.



XS
SM
MD
LG