ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში  ადგილი ჰქონდა ტერაქტს


პაკისტანის უშიშროების სამსახურის განცხადების თანახმად კამიკაძე ტერორისტმა ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი მოიყვანა მოქმედებაში. აფეთქება განხორცილდა ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს სამმართველოს შენობასთან. დაუზუსტებელი მონაცემებით დაიღუპა სულ მცირე 7 კაცი, არიან დაჭრილები. მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალია მიყენებული აფეთქების შედეგად. კერძოდ ზიანი მიადგა იმ შენობას, სადაც განთავსებულია დაზვერვის ის განყოფილება, რომელსაც ევალება ტერორიზმთან ბრძოლა პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე. ისლამაბადიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 20 კილომეტრში გაისმა.

XS
SM
MD
LG