ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სამხედრო ბაზის მახლობლად ტერორისტმა თავი აიფეთქა


ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის მახლობლად მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის მახლობლად აიფეთქა თავი. აფეთქების შედეგად ოცი კაცი დაიჭრა. ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

ნატო აცხადებს, რომ დაჭრილთა შორის საერთაშორისო ალიანსის ჯარისკაცები, კონტრაქტით მომუშავე უცხოელი სამოქალაქო პირები და ავღანეთის მოქალაქეებიც არიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავღანეთის დედაქალაქში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის ქაბულში მდებარე გაეროს ოფისზე.


XS
SM
MD
LG