ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა პარასკევს იაპონიას ჩადის


აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და იაპონიის პრემიერ-მინისტრი იუკიო ჰატოიამა ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხებს განიხილავენ მათი შეხვედრისას, რომელიც პარასკევს ტოკიოში შედგება. მხარეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომელიც ეხება აღმოსავლეთ აზიის მომავალი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და ჩინეთის მზარდი ეკონომიკა. ამას გარდა განხილვის საგანანი იქნება სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა იაპონიასა და აშშ-ს შორის. ამ კონტექსტში განხილული იქნება კუნძულ ოკინავაზე განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზის სხვაგან გადატანა.

XS
SM
MD
LG