ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის მთავრობამ ავღანეთის დასახმარებლად  5 მილონი დოლარი გამოყო


იაპონიის მთავრობამ ომისგან განადგურებული ავღანეთის დასახმარებლად 5 მილონი დოლარი გამოყო. იაპონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს თანხა 5 წლის მანძილზე ყოფილ თალიბთა სამსახურეობრივ სწავლებებს და პოლიციური ძალების გაძლიერებას მოხმარდება.

ამჟამად ინდოეთის ოკეანეში არსებული ორი იაპონური გემი, ავღანეთში საერთაშორისო მისიით მიმავალ სხვა გემებს საწვავით უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG