ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2009 წლის ანგარიში


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2009 წლის ანგარიში, რომელიც მსოფლიოში სინდისის თავისუფლების დონეს ასახავს. ეს მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების თემაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო კომპეტენტური ნაშრომია.

მოხსენებაში განხილულია მსოფლიოს 198 ქვეყანაში სინდისის თავისუფლების დონე და შეფასებულია სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებათა როლი რელიგიური უმცირესობების დაცვის საქმეში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის განცხადებით ეს ანგარიში რელიგიური უმცირესობების უფლებათა დარღვევების ფაქტებთან ერთად სხავდასხვა ქვეყნების მთავრობების მიერ პოზიტიურ ნაბიჯებსაც აფიქსირებს, რომლებიც რელიგირუი ჰარმონიის მიღწევისკენ არის მიმართული.

ქალბატონი კლინტონის განცხადებით საკუთარი რელიგიური მრწამსის დაცვის და განვითარების უფლება არ არის მარტო ამერიკელი ხალხის პრეროგატივა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია სინდისის თავისუფლების გარანტია.

რელიგიური თავისუფლების მიღწევა სხვადასხვა საზოგადოებაში ტოლერანტობის განმტკიცებას უწყობს ხელს. ის ქვეყნები, სადაც დაცულია სინდისის თავისუფლება თავისი დემოკრატიულობით და სტაბილობით გამოირჩევიან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის განცხადებით ამერიკა რელიგიური პლურალიზმის გამოა ძლიერი. ზოგიერთებს სინდისის თავისუფლების დაცვა სხვადასხვა ძირეული უფლებების შეკვეცით წარმოუდგენიათ. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამგვარი პოზიციის წინაღმდეგია. ვინმეს რელიგიური უფლებების დაცვა შეუძლებელია სხვა ადამიანის სიტყვის თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვით. სიტყვის თავისუფლების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება რელიგიურ საკითხებში ტოლერანტობის შენარჩუნება. განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა.

ვიმედოვნებთ რომ მოხსენება მსოფლიოში სინდისის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ამ საკითხზე დიალოგის გაგრძელებას შეუწყობს ხელს, რომელშიც სხავადსხვა ქვეყნების მთავრობები და საერთაშორისო ორგანოზაციები მიიღებენ მონაწილეობას, რაც ხელს შუწყობს და დაიცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებას იწამოს თუ არა ღმერთი. განაცხადა შეერთებული შტატების სახლემწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

XS
SM
MD
LG