ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში დემოკრატებმა ჯანმრთელობის კანონი დაამტკიცეს


წარმომადგენელთა პალატაში ჯანდაცვის სფეროს რეფორმაზე დებატების დაწყებიდან 12 საათში კანონპროექტს 220 მხარდამჭერი და 215 მოწინააღმდეგე ჰყავდა. 35 დემოკრატმა საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მისცა ხმა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ობამა პირადად იყო დაინტერესებული კანონ-პტოერქტის გასვლაში.

დემოკრატებმა მაინც შეძლეს კანონპროექტის გატარება, 435 ხმის უმრავლესობით. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა 218 ხმა არის, ჯანდაცვის რეფორმაზე კი 220-მა კონგრესმენმა მისცა ხმა. რესპუბლიკელების ოპოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა. ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენის გარდა, თითოეულმა მათგანმა კანონპროექტი უარყო იმ მიზეზით, რომ ის ფედერალურ ბიუჯეტს საგრძნობლად გაზრდის, ჯანმრთელობის დაზღვევას გააძვირებს და ჯანდაცვის სისტემას სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქცევს. ინიციატივა მომავალი 10 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდება ქვეყანას. ის ყველა დამსაქმებელს დაავალდებულებს თანამშროლმებისთვის დაზღვევის შეთავაზებას. ხოლო სადაზვღვეო კომპანიებს დაავალდებულებს ისეთი ადამიანებიც დააზღვიონ, რომლებსაც დაზღვევის აღებამდე რაიმე სამედიცინო პრობლემა აქვთ.

ყველაზე დიდი აზრთა სხვაობა სახელმწიფო სადაზღვეო კომნანიის შექმნის ინიციატივამ გამოიღო. ამ სახის დაზღვევას საჯარო ვარიანტად მოიხსენიებენ დაის იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკელებს მიეცემათ საშუალება არჩევანი გააკეთონ კერძო და სახელმწიფო დაზღვევებს შორის. ტეხასის რესპუბლიკელი წარმომადგენლის, ჯო ბარტონის თქმით, რესპუბლიკელებმა დებატები ინდივიდუალური თავისუფლებებისა და და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის გარშემო ჩამოაყალიბეს.

„ახლა არჩევანი გვაქვს. დიდი მთავრობა, მეტი პასუხისმგებლობები, მეტი კონტროლი, ნაკლები თავისუფლება, თუ ნაკლები დანახარჯები, მეტი შესაძლებლობები, მეტი თავისუფლება ან მეტი არჩევანი. მე მეტ თავისუფლებას ვაძლევ ხმას.“ განაცხადა ბარონმა ბარტონმა.


ვირჯინიის დემოკრატი წარმომადგენლის, ჯიმ მორენის თქმით, შეერთებული შტატები მსოფლიოს ბერ ქვეყანას ჩამორჩება ჯანდაცვის სფეროში:

„ჩვენ დიდი, ძლიერი და მდიდარი ერი ვართ, მაგრამ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ შეეფერება ჩვენს სიდიადეს.“


საბოლოო კენჭისყრამდე კონგრესმენებმა რესპუბლიკელების მიერ რეფორმის შემოთავაზებულ ვარიანტს უყარეს კენჭი. ამ ვარიანტს 176-მა დელეგატმა მისცა ხმა, და 258 უარყო. დემოკრატების მოსაზრებით, ოპოზიციური კანონპროექტი დღეს დაუზღვეველ მხოლოდ 3 მილიონ ადამიანს მისცემდა ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალებას. ხოლო დემოკრატების მიერ შეთავაზებული ინიციატივა 36 მილიონ დაუზღვეველ ადამიანს დააზღვევს. კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ კენჭისყრას ისტორიული ნაბიჯი უწოდა გაფუჭებული სისტემის შეკეთების მიზნით.

„ჩვენ უნდა გავიგოთ ის, რომ ახლა გვაქვს იმისი საშუალება, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ის, რაც დღეს ხდება ანუ ის, რომ ყოველ დღე 14000 ამერიკელი ჯანმრთელობის დაზღვევას კარგავს და ყოველწლიურად 18000 ამერიკელი იღუპება იმის გამო, რომ დაზღვევა არ ჰქონდა,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის თქმით, ის პრეზიდენტს ტელეფონზე ესაუბრა და მადლობა მოუხადა მას არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობისთვის.


„მე მადლობა მოვუხადე პრეზიდენტს უაღრესად კარგი ლიდერობისთვის, იმიტომ, რომ პრეზიდენტი ობამასა და თეთრი სახლის მხარდაჭერის გარეშე ამ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებდით. მან თავისი ხედვა გაგვიზიარა და გვიბიძგა ეს საქმე ამერიკელი ხალხისთვის გაგვეკეთებინა,“ განაცხადა ქალბატონმა პელოსიმ.

კანონპროექტმა ახლა სენატში უნდა გაიაროს. იქ დემოკრატებს 100-დან 60 ხმის მოგროვება სჭირდებათ. ასე რომც მოხდეს და სენატმა კანონპროექტი დაამტკიცოს მის პრეზიდენტთან გაგზავნამდე დელეგატები უამრავ ასპექტზე არიან შესათანხმებლები. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მას ამ წლის ბოლომდე სურს კანონ-პროექტზე ხელის მოწერა და კანონის ძალაში შეყვანა.



XS
SM
MD
LG