ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირჯინიისა და ნიუ ჯერსის შტატებში  საგუბერნატორო  არჩევნები ჩატარდა


გუშინ ვირჯინიისა და ნიუ ჯერსის შტატებში ჩატარებულ საგუბერნატოროარჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ წარმატებას მიაღწია. ვირჯინიაში რესპუბლიკელთა კანდიდატმა ბობ მაკდონელმა დამაჯერებლად დაამარცხა დემოკრატი კრი დიდსი. ხოლო ნიუ ჯერსიში რესპუბლიკელმა კრის კრისტიმ გამარჯვებას მიაღწია შტატის ამჟამინდელ გუბერნატორთან ჯონ კორზინთან ბრძოლაში. რესპუბლიკელთა წარმატებამ გამოავლინა ის, რომ ამომრჩეველი გაწბილებულია დემოკრატთა პოლიტიკით და ახლა რესპუბლიკელებისკენ იხრება. ეს კი იმას ავლენს, რომ მომავალ წელს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში დემოკრატებმა შეიძლება ვეღარ მიაღწიონ გამარძვებას.

XS
SM
MD
LG