ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა ბერლინის კედლის დაშლას აღნიშნავს


1945 წლის იალტის შეთანხმების თანახმად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მოკავშირეებმა გერმანია ოთხ საოკუპაციო ზონად დაყვეს. დაყოფილი გერმანიის ერთი ნაწილი ამერიკას ერგო, მეორე ბრიტანეთს, მესამე საფრანგეთს ხოლო მეოთხე კი საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირის ზონაში საზღვრიდან დაახლოებით 160 კილომეტრის მოშორებით, გერმანიის დედაქალაქი, ბერლინი მდებარეობდა. იალტის შეთანხმებამ ბერლინიც შესაბამის ოთხ ზონად გაყო.

ომის დამთავრებიდან რამდენიმე წელში ალიანსის წევრებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და 1949 წელს ბერლინის დასავლეთი ზონები აღმოსავლეთს გამოეთიშა.

ისტორიკოსი ფრედრიკ ტეილორი აბბობს:

„ბერლინი საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, კაპიტალიზმის ტროას ცხენივით იყო დარჩენილი, ყოველ შემთხვევაში ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ საბჭოელებსა და მათ მოკავშირე აღმოსავლეთ გერმანელ კომუნისტებს. ბერლინი წლების მანძილზე რჩებოდა დასავლური ცხოვრების სიმბოლოდ, მაშინ, როცა საბჭოურ ბლოკში რეპრესიები იწყებოდა და ცივი ომის საფუძვლები ყალიბდებოდა.“

ტეილორის თქმით, აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის კედლის აშენება დაიწყო.

„1952 წლისთვის, აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას საზღვარი ჰყოფდა, რომლის გადაკვეთის მცდელობა შეიძლება ადამიანის ადგილზე დახვრეტით დასრულებულიყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბერლინი შედარებით უცნაურ ქალაქად რჩებოდა. იმის გამო, რომ ბერლინი სამხედრო სამართლის ნორმებით იმართებოდა, ქალაქში გადაადგილება შედარებით ადვილი იყო. აღმოსავლეთ ბერლინში მცხოვრებ გერმანელებს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების დაბალი სტანდარტები არ მოსწონდათ, დასავლეთში შეეძლოთ გადასვლა.“

ტეილორის თქმით, 1949-1961 წლებში აღმოსავლეთ გერმანიის 17 მილიონი მაცხოვრებლიდან ორი მილიონი დასავლეთ გერმანიაში გადავიდა. საბჭოთა კავშირში ხვდებოდნენ, რომ აღმოსავლეთ გერმანია ნელა-ნელა მოსახლეობას კარგავდა. ამასთან, ქვეყნიდან საზოგადოების მაღალი ფენები, განათლებული და შეძლებული ოჯახები გაედინებოდნენ. კომუნისტური ბერლინი და მისი მოკავშირე მოსკოვი ხვდებოდნენ, რომ რამე უნდა ეღონათ. შეკითხვა იმაში მდგომარეობდა რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო.

ისტორიკოსების თქმით, აღმოსავლეთ გერმენელ ლიდერებს არჩევანი ჰქონდათ.

ტეილორის თანახმად, „მათ შეეძლოთ რეფორმების გატარება, შეეძლოთ უფრო ეფექტური და პროდუქტიულული ეკონომიკის შექმნა. მათ საკუთარი მოსახლეობისთვის ისეთი თავისუფლებებისა და უფლებების მიცემა შეეძლოთ, რომლებიც ყველა განათლებულ ადამიანს სურს.“

აღმოსავლეთ გერმანიის ხელისუფლებამ ეს ზომები არ მიიღო, რადგანაც ქვეყანა ეკონომიკის სტალინურ მოდელზე იყო მოწყობილი. ეს მოდელი დღეს მსოფლიოს სულ ორ ქვეყანაში - კუბასა და ჩრდილოეთ კორეაში - გამოიყენება.

აღმოსავლეთ გერმანიის ხელისუფლებამ მოსახლოების გადინების შესაჩერებელ გამოსავლად ფიზიკური ბარიერების აღმართვა გადაწყვიტა. და მათ მართლაც ააშენეს აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის გამყოფი კედელი. ისტორიკოსების თქმით, 1961 წლის 12 და 13 აგვისტოს აღმოსავლეთ ბერლინში ხის მორები და მავთულხლართები შეიტანეს. ბარიერის აღმართვის პროცესს სამხედრო ზედამხედველობდა. დაახლოებით 12 საათში ბარიერი უკვე აღმართული იყო.

„კვირა დილას, 1961 წლის 13 აგვისტოს, როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ გემანიაში ხალხმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ქალაქი ბარიერით შუაზე იყო გაყოფილი. ეს ბარიერი ჯერ კედელი არ იყო. ის უბრალოდ მავთულხლართებისა და ხის მორებისგან შეკრულ ღობეს წარმოადგენდა და ამ ეტაპზე მანქანების გადაადგილებას კრძალავდა,“ ამბობს ბატონი ტაილორი.

ბერლინის კედლის მავთულხლართმა ერთი ღამის განმავლობაში შუაზე გახლიჩა უბნები, ოჯახები და მეგობრები.

„სადაც არ უნდა ყოფილიყავი ამ ღამეს, უნდა გადაგეწყვიტა რისი გაკეთება გსურდა. თუ დასავლეთ გერმანიიდან სტუმრობდი აღმოსავლეთს, უპრობლემოდ შეგეძლო დასავლეთში უკან დაბრუნება. თუ აღმოსავლეთიდან იყავი დასავლეთში წასული, მაშინაც გქონდა არჩევანი უკან დაბრუნების. თუმცა დასავლეტში დარჩენაც შეგეძლო. იმის გამო, რომ ღობის აგება შაბათ-კვირას დაემთხვა, ათასობით ადამიანი იყო სტუმრად დასავლეთიდან აღმოსავლეთში და პირიქით. დიდი ნაწილი იმ ხალხისა, რომელიც კომუნისტური ბერლინიდან დასავლეთში იყო გადასული, უკან აღარ დაბრუნდა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, უდედესი პიროვნული მსხვერპლის გაღების ხარჯზე მოხდა,“ ამბობს ბატონი ტეილერი.

ისტორიკოსები იუწყებიან, რომ დაახლებით ერთი კვირის შემდეგ ღობის ნაცვლად ბეტონის კედელი აღმართეს. ბერლინის გარკვეულ უბნებში კედელი ქუჩის შუაზე გადიოდა და ქუჩის ერთ მხარეს მეორისგან ყოფდა. კედლის სიგრძე ბერლინში 43 კილომეტრი იყო, ხოლო მთლიანი კედლის სიგრძე, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიას დასავლეთისგან ყოფდა 110 კილომეტრს აღემატებოდა. კიდელს მუდმივად იცავდა 300 საგუშაგო, უთვალავი სამხედრო მინა და მოძრაობის დაფიქსირებაზე ავტომატურად მსროლელი იარაღი.

მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აღმოსავლთ გერმანელები ყველანაირ ღონეს ხმარობდნენ დასავლეთში გადასასვლელად. მათ იცოდნენ, რომ კედელი მათ თავისუფალ ცხოვრებას, თავისუფალ სუნთქვასა და მოძრაობას აშორებდა. ხალხი მზად იყო ყველაფერი გაეწირა უკეთესი ცხოვრებისთვის, რომელიც კედლის მეორე მხარეს ელოდებოდა.

28 წლის შემდეგ, ბერლინის კედელი დაინგრა. ისტორიკოსები მის დაშლას საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს აწერენ. გორბაჩოვის მიერ დაწყებულმა „პერესტროიკამ“ ანუ გარდაქმნამ, უდიდესი როლი ითამშა როგორც ბერლინის კედლის დანგრევაზე, ასევე მთლიანად ევროპის გაერთიანებაზეც.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის რობერტ ლეგვოლდის თქმით, ბერლინის კედლის ნგრევის პროცესი გორბაჩოვის მიერ იმისმა მინიშნებებმა დაიწყო, რომ ის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ აპირებდა მათ მიერ დამოუკიდებლობისა და წინსვლის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში.

„ის უფრო და უფრო ცხადყოფდა იმას, რომ არ აპირებდა იმის გაკეთებას, რაც საბჭოთა კავშირს ბევრჯერ გაუკეთებია, მაგალითად, 1953 წელს ბერლინში, 1956 წელს უნგრეთში, 1968 წელს პოლონეთში და ასე შემდეგ,“ ამბობს პროფესორი ლეგვოლდი.

1989 წელს ეგრეთ წოდებული „ბრეჟნევის დოქტრინა“ შეიცვალა „სინატრის დოქტრინით.“ სინატრა ამერიკელი მომღერალი იყო, რომლის ერთი სიმღერის სახელწოდება „შენი გზით“ იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიეცათ საშუალება საკუთარ ბედზე თვითონ ეზრუნათ.

ბერლინის კედლის დანგრევამ კომუნისტური რეჟიმი მთელს აღმოსავლეთ ევროპაში შეასუსტა. კომუნიზმის მარცხი პოლონეთში 1989 წლის ივნისში დაიწყო, როცა არჩენებში გამარჯვება მუშათა გაერთიანებულმა მოძრაობა სოლიდარობამ მოიპოვა.

პეოფესორი ლეგვოლდის თქმით, „ეს ჯაჭვური რეაქცია იყო. ყველაფერი ერთდროულად ხდებოდა. ჯაჭვური რეაქცია პოლონეთში დაიწყო, შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიაში გადავიდა, შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, და ბოლოს ბულგარეთსა და რუმინეთში.“

პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ბერლინის კედლის დაცემით ცივი ომიც დამთავრდა.

XS
SM
MD
LG