ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კარზაის მოუწოდებს ქვეყანა ახალი მიდგომით მართოს


სატელეფონო საუბარი აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამასა და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შორის წუხელ შედგა. ობამამ მიულოცა კარზაის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მიერ კარზაის გამოცხადება გამრჯვებულად ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ბარაკ ობამამ საუბარში აღნიშნა, რომ საჭიროა ავღანეთის ახალმა მთავრობამ დაიწყოს ახალი მიდგომის გამოყენება ქვეყნის მართვაში და უფრო დიდ ძალისხმევას მიმართოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს კორუფცია და დაჩქარდეს უშიშროების ძალების წვრთნა, რათა ავღანელმა ხალხმა თვით შესძლოს მისი უშიშროების უზრუნველყოფა.

თეთრი სახლის რწმუნებულმა განაცხადა, რომ კარზაის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა ხელს შეუწყობს ვაშინგტონს ფორმულირება მოუხდინოს მის ახალ სტრატეგიას ავღანეთში მიმდინარე ომში.

XS
SM
MD
LG