ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში სატვირთო თვითმფრინავის დაცემის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი


რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შეიარაღებული ძალების სატვირთო თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ავარია ციმბირში დღეს მოხდა და მას თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 11 წევრის სიცოცხლე შეეწირა.

გამომძიებლების თქმით, ოთხ-ძრავიანი სატვირთო თვითმფრინავი ილ-76, მირნიდან ირკუტსკში უნდა გადაფრენილიყო. თვითმფრინავი დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან და ასაფრენი ზოლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა და მაშინვე ცეცხლის ალში გაეხვა.

ჩამოვარდნას მიწაზე მსხვერპლი ან ადამიანის დაშავება არ გამოუწვევია.

თვითმფრინავი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა. ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

XS
SM
MD
LG