ჩინელი მეცნიერი ქიან ხუესენ, რომლიც ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების ფუძემდებლად იყო მიჩნეული, 98 წლის ასაკში პაკინში გარდაიცვალა.
ქიანმა, რომელიც ასევე ცნობილია სახელით ცენ სუ შენი, ქვეყნის პირველი სარაკეტო კვლევითი ინსტიტუტი შექმნა. ინსტიტუტმა საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის კოსმოსურ პროგრამას.
მას შემდეგ, რაც ქიანმა შანჰაიში ჯიაო ტონგის უნივერსიტეტი დაამთავრა, 34 წლის ასაკში შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა განათლების გასაგრძელებლად და გამოთვლითი მეცნიერებებისა და ავიაციის მიმართულებით მასაჩუსეთსისა და კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტები დაამთავრა.
ის ჩინეთში 1955 წელს დაბრუნდა და სამი წლის შემდეგ კომუნისტური პარტიის წერვრი გახდა. პარტიაში შესვლიდან რამდენიმე ხანში მას ქვეყნის ბალისტიკური იარაღის პროგრამის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. 1964 წელს ქიანმა ჩინეთის ატომური იარაღის შემუშავება დაამთავრა.