რუსეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი და კიევი ისევ ვერ თანხმდებიან ბუნებრივი აირის გადასახადის გამო. უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვისთვის თანხის გადარიცხვას ხელს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო უშლის.