ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ამერიკის მიერ გატარებულ პოლიტიკას იცავს


ჰილარი კლინტონი პაკისტანის მიმართებაში ამერიკის მიერ გატარებულ პოლიტიკას იცავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დღეს ისლამაბადში პაკისტანის ჩრდილოეთში მოსახლე ტომების ბელადების წინაშე სიტყვით გამოვიდა. ერთ-ერთმა პაკისტანელმა კანონმდებელმა კლინტონს ურჩია, რომ უმჯობესია ამერიკამ ჯერ ავღანეთის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები გამართოს და მხოლოდ შემდეგ მიხედოს პაკისტანს. ქალბატონი კლინტონი მიესალმა მოლაპარაკებების გამართვის იდეას, მაგრამ აღნიშნა, რომ ამერიკა იძულებული იყო თალიბების წინააღმდეგ გაელაშქრა, ვინაიდან მათ უარი თქვეს ალ-ყაიდას ლიდერის შეერთებული შტატებისთვის გადაცემაზე.


XS
SM
MD
LG