ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაური ავღანეთსა და ერაყში ტაჯიკეთის პრეზიდენს შეხვდა


შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაური ავღანეთსა და ერაყში დევიდ პეტრეუსი ტაჯიკეთის პრეზიდენს ემომალი რახმონს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ის, თუ რა როლი შეუძლია ითამაშოს ტაჯიკეთს ავღანეთში ომის წარმოებაში.

ამერიკის საელჩოს განცხადებით, შეხვედრის ძირითადი თემა თებერვალში ხელმოწერილი შეთანხმება იყო ტაჯიკეთის სატრანსპორტო სადისტრიბუციო ქსელში ჩართვის შესახებ. ქსელის მეშვეობით ავღანეთში არა-საბრძოლო ტვირთი შუა აზიის ქვეყნების გავლით იგზავნება.

XS
SM
MD
LG