დღეს, ინდოეთის, ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ინდოეთის ქალაქ ბანგალორში შეხვედრისას,პირობა დადეს, რომ ერთობლივად იმუშავებნ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.
სამი ქვეყნის მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი ფინანსურ კრიზის, კლიმატის ცვლილებასა და უსაფრთხოების საკიხებზე ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ სამივე აღნიშნული ქვეყანა მსხვილი განვითარებადი ეკონომიკის სახელმწიფოა. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ განვითარების ტემპი ამ ქვეყნებში ფინანსური კრიზისის მიუხედავად საგრჟნობლად გაუმჯობესდა.