ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფის „საერთაშორისო ამნისტიის“ მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ისრაელს ბრალი ედება პალესტინელებისთვის ოკუპირებულ ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე წყლის სათანადო მიწოდების შეზღუდვაში.
დღეს გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელი იმაზე მეტ წყალს ქაჩავს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან ვიდრე ეს საჭიროა.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით „საერთაშორისო ამნისტიის“ ანგარიში მიკერძოებული და არასწორია. ისინი ამტკიცებენ, რომ პალესტინელების წყლის ნაკლებობა განპირობებულია იმით, რომ მათ არ განუვითარებიათ საკუთარი წყლის მოწოდების ინფრასტრუქტურა.