ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ავღანეთში ნატოს პარტნიორების გააქტიურებას მოითხოვს


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ავღანეთში ნატოს პარტნიორების გააქტიურებას მოითხოვს. რობერტ გეითსი აცხადებს, რომ მოკავშირეებს ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის გაფართოებისკენ მოუწოდებს. გეითსმა ამის შესახებ სეულში ყოფნისას ისაუბრა. შემდეგ მდივანი ბრატისლავისკენ გაემგზავრა, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა ორდღიან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდალმა დამატებით რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი მოითხოვა. ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა კი ავღანეთთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის შემუშავებას ცდილობს.

XS
SM
MD
LG