ისლამაბადში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას პაკისტანის არმიის მაღალი რანგის ოფიცრის და ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ისლამაბადის ერთ-ერთ უბანში განხორციელებული თავდასხმა მოტოციკლეტებზე ამხედრებულმა შეიარაღებულმა პირებმა მოაწყეს. თავდამსხმელები მიიმალნენ და ჯერ-ჯერობით ტერაქტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა არვის უკისრია. თუმცა, როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პაკისტანში გამაგრებულმა ექსტრემისტებმა მრავალი ტერაქტი და თავდასხმა განახორციელეს პაკისტანის არმიის, პოლიციის, უმაღლესი განათლების ცენტრების და გაეროს წინააღმდეგ. ტერაქტების საშიშროების გამო პაკისტანში სკოლების უმრავლესობა დაკეტილია.