ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები რუსეთის მთავრობის შეშფოთებას ამსუბუქებს


შეერთებული შტატები რუსეთის მთავრობის შეშფოთებას ამსუბუქებს ანტი-სარაკეტო გეგმასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებით, შეერთებული შტატები არ აპირებს ევროპის განახლებული ანტი-სარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსებას იმ ქვეყნებში, რომელიც არ შედის ნატოს ალიანსში.

სამშაბათს თბილისში გამოსვლისას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა, რომ ახალი ანტი-სარაკეტო სისტემის განხორციელებასთან დაკავშირებით ვაშინგტონი კონსულტაციებს ატარებს მხოლოდ ნატოს ალიანსის ქვეყნებთან.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეშფოთება გამოთქვა შეერთებული შტატების ანტი-სარაკეტო სისტემის ახალ გეგმებთან დაკავშირებით მას შემდეგ რაც ვერშბოუმ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ჩართოს უკრაინა ხსენებული სისტემის ახალ კონფიგურაციაში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოლეჰ შამშურმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე დაიწყო შეერთებულ შტატების ოფიციალურ პირებთან ამ საკითხთან დაკავშირებით.


XS
SM
MD
LG