ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტი საქართველოში დასრულდა


ვიზიტის ფარგლებში ბატონი ვერშბოუ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, აშშ-სა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფებს შეხვდა. შეხვედრის თაობაზე დღეს სახელმწიფო კანცელარიაში ბატონი ვერშბოუსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონი გიგა ბოკერიას ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.

აი რა თქვა ბატონმა ვერშბოუმ პრეს-კონფერნციაზე:

-"ჩემთვის ძალზედ სასიხარულოა რომ დღეს მე საქართველოში ვესწრები ქარტიის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო ჯგუფის მიერ უსაფრთხოების თემაზე პირველ შეხვედრას. ეს მართლაც მეტად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისა, რომ ჩვენ ქარტიის ფარგლებში განვავითაროთ საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. საქართველოსა და ამერიკას უსაფრთხოების სფეროში აქვს გარკვეული ისტორია და ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორმა ქვეყანამ გააგრძელოს თანამშრომლობა უსაფრთხოების დარგში, რითაც ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს , რომ გაარძელოს მისი უზრუნველყოფა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა. ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ საქართველოს, რომ მისი მიზნები და მისწრაფებები ევროატლანტიკის ინტეგრაციის საკითხებში უფრო აქტუალური გახადოს.

დღევანდელი შეხვედრების დროს ჩვენ გვქონდა იმის საშუალება რომ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად განგვეხილა მრავალი საკითხი, მათ შორის თავდაცვის სფეროში, საქართველოს მონაწილეობა ნატოს ოპერაციებში ავღანეთში და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადავუხადო მადლობა საქართველოს, მისი წვლილისათვის, რომელიც მას შეაქვს ავღანეთის მისიაში. აშშ მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე თავდაცვის რეფორმასა და ინტენსიფიკაციას საქართველოს საქმიანობისა ევროატლანტიკის სფეროში მიმდინარე პროცესებისადმი. ამჟამად ჩვენი ყურადღების ცენტრშია დოქტრინის შემუშავება, დახმარება ამ სფეროში, წვრთნები და განათლება. ეს არის გრძელვადიანი პროცესი და აშშ მზად არის მიიღოს მონაწილეობა ამ გრძელვადიან პერსპექტივაში. უახლოეს წლებში ამას დასჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ მოხდეს საქართველოსთავდაცვის უნარიანობის ზრდა და მოდერნიზება. ამავე დროს ჩვენ არ გადავდგავთ ისეთ ნაბიჯებს, რაც იქნება კონტრ-პროდუქტიული ჩვენი ორი ქვეყნის მიზნებისა, რაც აისახება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში."

ბატონმა ვერშბოუმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის სიტყვებს მოსკოვში და აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია უფლება, რომ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ და როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ დაიცვას საკუთარი თავი.

ბატონმა ვერშბოუმ ასევე ისაუბრა პრეზიდენტ ობამას ახალი გეგმის თაობაზე, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას ეხება და განაცხადა , რომ ამ თემაზე კონსულტაციები ამერიკას მხოლოდ და მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებთან გააჩნიათ.

XS
SM
MD
LG