ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაიღუპა რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი და დაახლოებით 29 ადამიანი


ირანის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ირანის რევოლუციური გვარდიის რამდენიმე მაღალჩინოსანი წარმომადგენელი და კიდევ დაახლოებით 29 ადამიანი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ კვირას სამხრეთ ირანში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

უშიშროების საკითხების ანალიტიკოსების განცხადებით, ეს თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული და ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი თავდასხმაა ირანის ტერიტორიაზე.

თავდასხმა რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლებსა და თემების ბელადებთან შეხვერდრისას მოხდა. ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტოს განცხადებით, აფეთქების შედეგად ხუთი მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაური დაიღუპა, მათ შორის, რევოლუციური გვარდიის მეთაურის მოადგილე გენერალი ნურ ალი შუშტარი და რეგიონალური მეთაური რაჯაბ ალი მოჰამედ-ზადე არიან.

აფეთქების შესახებ დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. სახელმწიფო საინფორმაციო წყაროების თანახმად, მოხდა ორი დამოუკიდებელი აფეთქება, ერთი შეხვედრის დროს, ხოლო მეორე რევოლუციური გვარდიის მანქანების კოლონის გავლისას.

XS
SM
MD
LG