აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მის სიტყვაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება თავისუფლად გამოხატოს ნებისმიერი აზრი და მთავრობის მიერ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები შიშის გარეშე უნდა ამხილოს. მანამდე რადიოსადგურ „ეხო მასკვისადმი“ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრისას მან რუსი ჟურნალისტების დახოცვის საკითხი წამოაყენა. ვაშინგტონში გამოფრენამდე ჰილარი კლინტონი თათარტანის რესპუბლიკას ეწვია.