ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში გრძელდება ტერაქტები



ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, ნაღმების აფეთქების შედეგად ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთ უბანში 8 ადამიანი დაიღუპა და თოთხმეტი დაიჭრა. ოთხშაბათს განხორციელებული ეს თავდასხმები პოპულარული ბაზრის ტერიტორაზე საიუველირო მაღაზიების ძარცვის დროს განხორციელდა.

მაღაზიები შულას რაიონში მდებარეობს, რომელიც ძირითადად შიითი ჯგფითა დასახლებული. აფეთქების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მძარცველები მაღაზიებში შეიჭრნენ და გარშემო მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყში რელიგიური სეტქების დაპირისპირების შედეგად გამოწვეული ძალადობა საგრძნობლად შემცირდა, დანასაულებრივი ფონი ქვეყანაში მაინც უაღრესად მაღალია.

XS
SM
MD
LG