აშშ სახელმწიფო მდივნის ჰილარი ქლინტონის ვიზიტს რუსეთში ყურადღებით ადევნებს თვალს ამერიკული პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება. უკვე ცნობილია ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად გამოკვეთილი ურთიერთგაგების შესახებ. დადასტურდა მოსკოვისა და ვაშინგტონის საერთო ინტერესი ირანის საკიხში თანამშრომლობის სფეროში. აშშ სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ირანის მიმართ სანქციების დაწესების სფეროში თავშეკავებას, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ თეირანი მშვიდობიანი მიზნებისთვის განავითარებს ბირთვულ პროგრამას. ჰილარი კლინტონმა ქებით მოიხსენია ოფიციალური მოსკოვიც, რომელიც ირანის საკითიხში მზადყოფნას იწენს და ამერიკასთან თანამშრომლობს.
ამერიკელი მიმომხილველები აცხადებენ , რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ბირთვული გაუვრცელებლობის უზრუნველსაყოფად არაერთი ნაბიჯი გადადგა. მათ შრის არის სხვადასხვა ინიციატივების წარმოდგენა ამერიკული და რუსული ბირთვული არსენალის შემცირების მიმართულებით, ისევე როგორც ტერორისტებისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების დროს წინააღმდეგობის გაწევა.
ცნობისთვის ამჟამად ჟენევაშ მიმდინარეობს რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები, სადაც სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულების საკითხი წყდება. ეს უკანასკნელი ე.წ. სტარტს შეცვლის. თუკი მიმდინარე მოლპარაკებები წარმატებით დასრულდა, მაშინ ამერიკის სენატი ახალ ხელშეკრულებას რატიფიკაციას მოუხდენს.
ვესაუბრებით ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტის ბაზაზე მდებარე ამერიკისა და ევროპის ცენტრის ექსპერტს, ამერიკის ყოფილ ელჩს უკრაინაში სტივენ პაიფერს.
„მხარეებმა კონკრეტულად ისაუბრეს ბირთვული გაუვრცელებლობის რიგ ასპექტზე. პირველ რიგში სწორედ სტარტის ხელშეკრულების ახალ ვარიანტზე. განხილული იყო ბირთვული საფრთხეები და ირანის პრობლემაც, და როგორ ერთობლივი პრეს კონფერენციიდან გამოჩნდა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა უკვე იციან თუ როგორ მიუდგენ ამ საკითხს. ამას გარდა, სახელმწიფო მდივანმა და მინისტრმა ლავროვმა ისაუბრეს ამერიკის რაკეტსაწინაღო თავდაცვის გეგმის შესახებაც, რომლის სახეცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ობამამ გასულ თვეს გამოაცხადა. და ბოლოს, მოლაპარაკებები წარიმართა საპრეზიდენტო კომისიის სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ირგვლივაც- როგორც ვიცით ეს არის არაერთი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც ორმხრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაზე თანამშრომლობენ. „
„ჩემი აზრით, რუსეთსა და ამერიკას შორის პორგრესი შეინიშნება რიგ საკითხებში. შეგახსენებთ, რომ ეს ორმხრივგი კონტაქტები შარშან, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან პირველად, ყველაზე ცუდად გამოიყურებოდა. თუმცა გაუგებრობები და აზრთა სხვადასხვაობები დღესაც რჩება. საქართველო სწორედ ასეთი საკითხია. ამერიკამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია რუსული გავლენის სფეროების იდეა და რომ ვაშინგტონი არასდროს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და რომ ამასთან, ამერიკა მხარს უჭერს ყველა ქვეყნის, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს უფლებასა და არჩევანს--საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიონ მომავალი. „
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიწის შემდეგ ამერიკას აქვს მოლოდინი რომ უფრო ინტენსიურად წარიმართება მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების საკითხში . სტარტის ხელშეკრულება 5 დეკემბერს იწურება. მანამდე ჩვენ ახალი ხელშეკრულების ჩარჩო უნდა გვქონდეს. ამას გარდ,ა ირანის საკითხთან დაკავშირებით გაკეთდება ყველაფერი, რათა დიპლომატიური არხებით რუსეთმა და ამერიკამ მიაღწიონ ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათს თუმცა როგორც ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა სანქციების ალბათობა გამორიცხული არ არის.