ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სენატი კენჭს უყრის ჯანდაცვის რეფორმირების კანონპროექტს



შეერთებული შტატების სენატის საფინანსო კომიტეტი სამშაბათს კენჭს უყრის ჯანდაცვის სფეროს რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც სადაზღვეო ტარიფები უნდა შემცირდეს, რაც მილიონობით ამერიკელისთვის ჯანდაცვას ხელმისაწვდომს გახდის.

კანონპროექტის თანახმად, თითოეულ ამერიკელს მოეთხოვება დაზღვევის ყიდვა. თუ ადამიანი დაზღვევაზე უარს იტყვის, მას ჯარიმის გადახდა მოუწევს. სადაზღვევო კომპანიებსაც საკმაოდ გაუმკაცრდებათ მარეგულირებელი ნორმები. მათ აღარ შეეძლებათ უარი უთხრან დაზღვევის მიყიდვაზე იმ ადამიანებს, რომლებსაც დაზღვევის ყიდვამდე დადგენილი დაავადება აქვთ.

რესპუბლიკელები ჯერ ისევ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტი ობამას მიერ შემოთავაზებულ რეფორმას. მათი აზრით, შემოტავაზებული სისტემა უაღრესად ძვირი და არა-ეფექტური იქნება.

XS
SM
MD
LG