ავღანეთის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს და დააკავეს მეამბოხეები და აღმოაჩინეს ნარკოტიკების მწარმოებელი ლაბარატორია.
ავღანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში სამი საბრძოლო ოპერაციის დროს ავღანეთისა და საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს და დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი მეამბოხე. ოპერაციები ჩატარდა გასული კვირის სამშაბათსა და დღეს. უშიშროების ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,რომ საჯარისო ფორმირებებმა იერიში მიიტანეს მეამბოხეთა პოზიციებზე კუნარის პროვინციაში. სამხედრო შენაერთებმა შეაღწიეს მთებში განლაგებულ ბაზაში, რომელსაც ალ ყაიდას ერთ-ერთი საველე მეთაური იყენებდა. ბრძოლის დროს ათეულზე მეტი მეამბოხე დაიღუპა და სამხედრო ძალებმა აღმოაჩინეს იარაღის მალული საწყობი.