ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის -ბარაკ ობამასთვის ნობელის მშვიდობის პრიზის გადაცემას - მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქციით შეხვდნენ. ნობელის კომიტეტმა ამერიკის პრეზიდენტი საერთაშორისო დიპლომატიის გაძლიერებისა და მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირებისთვის ბრძოლის გამო ნობელის პრიზით დააჯილდოვა. თეთრი სახლის პრესცენტრის ხელმძღვანელი რობერტ გიბსი პირველი იყო,ვინც პრეზიდენტ ობამას, ხუთშაბათს დილით ეს სიახლე აუწყა: „სიმართლე გითხრათ,პრეზიდენტი, თავიდან გაოცდა“ ციტატის დასასრული
პრეზიდენტი ობამა ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე მსოფლიოში მშვიდობისთვის მებრძოლი ადამიანების ელიტარულ ჯგუფში ჩაეწერა.ამ სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატები ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანები გახლავთ,როგორიცაა: ნელსონ მანდელა,დალაი ლამა და მართინ ლუთერ კინგი .„პრეზიდენტ ობამას მიზნად აქვს დასახული მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემები გადაწყვიტოს. ეს პრობლები უამრავ სფეროს მოიცავს:კლიმატური ცვლილებები იქნება ეს,ბირთვული განიარაღება თუ მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები“ ციტატის დასასრული
სამხრეთ აფრიკიდან ნობელის პრემიის ლაურეატმა დესმონდ ტუტუმ შემდეგი კომენატრი გააკეთა:
„ეს ჯილდო ერთგავრი ნდობის გამოხატულებაა,რისი მეშვეობითაც დედამიწაზე მშვიდობა უნდა დამყარდეს“ ციტატის დასასრული ამერიკის შეერთებული
შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ნობელის
პრემია პრეზიდენტ ობამას მშვიდობისადმი სწრაფვის
საერთაშორისო მხარდაჭერად შეაფასა.
ზოგი პოლიტიკოსის აზრით,პრეზიდენტ ობამას ნობელის პრემიის მინიჭება უფრო მეტად ავალდებულებს.საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა:
„დღეიდან მან საკუთარ თავსაც და სხვებსაც უფრო მეტი უნდა დაუმტკიცოს“ ციტატის დასასრული
ამერიკის ისტორიაში ნობელის პრემიის ლაურაეატი კიდევ ორი პრეზიდენტი გახლდათ.ესენი იყვნენ :ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი.