ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელი ქალები ჩადრს იხსნიან


ეგვიპტე მუსლიმანურ სამყაროში რელიგიური შემწყნარებლობით ყოველთვის გამოირჩეოდა.ამიტომ არავის გაჰკვირვებია,რომ ქვეყნის მთავარმა სასულიერო პირმა ეგვიპტელი ქალის ტრადიციული სამოსის ყველაზე კონსერვატორული დეტალი- ჩადრის სახეზე აფარება საქვეყნოდ გააუქმა.

თუ ქაიროს ქუჩებში გაივლით,უამრავ განსხვავებულად ჩაცმულ მანდილოსანს შეხვდებით.საშუალო ასაკის ქალებს გრძელ ,ფართო სამოსზე კაშკაშა ფერის თავსაფრები ახურავთ.ახალგაზრდა გოგონებიც შესაბამისად თავსაფარს ატარებენ,ოღონდ ტანზე სპორტული და ზედმეტად მოხდილი მაისურები აცვიათ. იქვე შეხვდებით ქალსაც,ვინც მთლიანად შავი ფერის სამოსშია გახვეული და სამყაროს მხოლოდ ჩადრით დაუფარავი ადგილიდან-თვალებიდან უმზერს.

აქედან გამომდინარე ხვდებით,რომ ეგვიპტელები ღრმად რელიგიური, მაგრამ თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანები არიან.

ჰალა მუსტაფა გაზეთ ალ-აჰრამის მთავარი რედაქტორია.იგი იმ ადამიანთა რიცხვშია,ვინც ჩადრის ტარების ტრადიციის ფესვებს საუდის არაბეთის ეგვიპტეზე გავლენას უკავშირებს:

„ყველაფერი მეოცე საუკუნის 70 წლებში ვაჰაბიზმის მიმდინარეობის გავრცელებიდან დაიწყო. ეს მიმართულება საუდის არაბეთიდან შემოვიდა და სულ მალე მთელი ეგვიპტე მოიცვა. შესაბამისად 30წლის მანძილზე ვაჰაბიზმის ტრადიციებმა ეგვიპტელი ხალხზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.ვაჰაბიზმამდე ეგვიპტე ბევრად უფრო პროგრესული ქვეყანა იყო და ხალხიც ლიბერალური და თანამედროვე მსოფლმხედველობით გამოირჩეოდა."

ციტატის დასასრული

თუმცა ჰალა მუსტაფა იმასაც აღნიშნავს,რომ ჩადრის ტრადიციამ ეგვიპტე ზედმეტად რელიგიურ და დოგმების მიმდევარ ქვეყნად მაინც ვერ გადააქცია.

ზოგიერთი კონსერვატორი აზრით , ეგვიპტისთვის მთავარი საფრთხე არა ჩადრი,არამედ სატელიტური ტელეარხების პოპულარიზაციაა. მათი საშუალებით მოსახლეობა არა მარტო დასავლური ტიპის ძალადობისა და ეროტიკული ფილმებს უყურებს,არამედ სხვადასხვა რელიგიურ პროგრამებსაც ეცნობა.

ჰანა ელ-მოგრაბი ქაიროს ერთერთ უბანში, ქალთა სამოსის მაღაზიის მეპატრონეა.იგი ჩადრის ტარების მომხრეა . ჰანას მაღაზია სავსეა ჭრელაჭრულა ხიჯაბებითა და გრძელი ტრადიციული კაბებით.ყველა მათგანი დაამშვენებს ეგვიპტელ ქალს, კოსმოპოლიტური აზროვნების იქნება იგი თუ რელიგიის მკაცრი მიმდევარი. მთავარი ის გახლავთ,რომ ეგვიპტური ტრადიციული სამმოსი და ჩადრი ერთმანეთს ძალზე ავსებს და ეხამება. არ აქვს მნიშვნელობა შენ ამ ტრადიციას ემხრობი და ეწინააღმდეგები .


XS
SM
MD
LG