ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ნობელის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვდა



შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნობელის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს.ოსლოში ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ბატონი ობამა აღნიშნული პრემიით საერთაშორისო დიპლომატიაში და ადამიანთა ურთიერთ დაახლოებაში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა. პრემიის მინიჭების საქმეში თავისი როლი ითამაშა ობამას პოზიციამ, რომელიც ბირთვული იარაღისგან მსოფლიოს განთავისუფლებას უჭერს მხარს. ნობელის კომიტეტის განცხადებით ბარაკ ობამას ხელმძღვანელობით საერთაშორისო კონფლიქტები დიალოგის და ურთიერთ პატივისცემის გზით უნდა გადაწყდეს.ობამას დამსახურების გამო შეერთებული შტატები უფრო კონსტრუქციულ როლს თამაშობს მსოფლიოს იმგვარი გლობალური პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები.


XS
SM
MD
LG