ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მძაფრი და სადავო საკითხები  მომავალში განიხილება



ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების წრამომადგენელი ჯორჯ მიტჩელი ისრაელის და პალესტინის ლიდერებს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს, მიუხედავად იმისა რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა ისრაელის რადიოთი გამოსვლისას განაცხადა რომ მხრაეებმა მძაფრი და სადავო საკითხები შორეულ მომავალში უნდა განიხილონ.

ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან შეხვედრამდე ამერიკელმა ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას. ავიგდორ ლიბერმანს ჯორჯ მიტჩელი დღეს მოგვიანებით შეხვდება. პარასკევს ბატონი მიტჩელი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეტანიაჰუს და პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდება.


XS
SM
MD
LG