ირანში ქვეყნის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის მაკრიტიკებელი სამი გაზეთი დახურეს. სამთავრობო მედიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოაქვეყნა, თუმცა აქ დახურვის მიზეზი არ დაუსახელებიათ. ირანის მთავრობამ მანამდეც არაერთხელ გადადგა მსგავსი ნაბიჯები. თეირანი პირველ რიგში იმ გაზეთებს ემტერება, რომლებიც პრეზიდენტისა და 12 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების კრიტიკაში არიან შემჩნეულნი.