გაეროს უშიშროების
საბჭომ ერთხმად მიიღო ახალი რეზოლუცია ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. გაეროს უშიშროების საბჭოს ამ შეხვდერას სახელმწიფოთა
მეთაურები ესწრებოდნენ. საბჭოს სხდომას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა
თავმჯდომარეობდა, რომელიც მთელს მსოფლიოში ბირთვული იარაღის გაუქმების ინიციატივით
გამოვიდა. რეზოლუცია ყველას მოუწოდებს ერთგულად დაიცვან ბირთვული
იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა
რომ ამ ხელშეკრულების უგულვებელყოფა საყოველთაო მშვიდობას ემუქრება. რეზოლუცია ატომური
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების როლის გაზრდისკენ მოუწოდებს.ასევე გათვალისწინებულია უშიშროების ზომების დახვეწა,
რათა საერთაშორისო ტერორისტებმა ვერ შესძლონ ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდება. რეზოლუცია
დამცავი მექანიზმების შემუშავებას მოითხოვს, იმისათვის რომ არ მოხდეს მშვიდობიანი ბირთვული
პროგრამის ჩაყენება ატომური იარაღის შექმნის სამსახურში.რეზოლუციის მიღების შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს
სხდომის თავმჯდომარემ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა რომ
1887-ე რეზოლუცია უშიშროების საბჭოსგან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების
დამრღვევთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას მოუწოდებს. მისი თქმით:“ ჩვენ მკაფიოდ
განვაცხადეთ რომ უშიშროების საბჭო პასუხიმგებლობას არ მოიხსნის და ყველა ღონეს მიმართავს
იმათ წინააღმდეგ ვინც საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას ემუქრება. ეს უშიშროების
საბჭოს რეზოლუციებშიც არის ასახული, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას და ირანს ეხება.“პრეზიდენტ ობამას განცხადებით აღნიშნული რეზოლუცია
მხოლოდ ამ კონკრეტულ ქვეყნებს არ ეხება, ის მსოფლიოს ყველა სახელმწიფო მოუწოდებს პასუხისმგებლობით
მოეკიდონ ნაკისრ ვალდებულებებს.მისი თქმით:“ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და დაამტკიცოს
რომ საერთაშორისო კანონმდებლობა ფუჭი დაპირებებისგან კი არ შედეგბა არამედ რეალურად
შეუძლია პასუხი გასცეს მომავალ საფრთხეებს.“პრეზიდენტ ობამას განცხადებით მისი მიზანია მომავალში
ბირთვული იარაღისგან მთელი მსოფლიოს განთავისუფლება. ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯად
შეიძლება ჩაითვალოს ახლახანს რუსეთთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც სტრატეგული ბირთვული
იარაღის შემცირებას ითვალისწინებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით გაეროს უშიშროების საბჭოს 1887 რეზოლუცია ამტკიცებს ატომური იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს არსებობის შესაძლებლობას, რაც ყველამ თავისი ცხოვრების მიზნად უნდა დაისახოს.