ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ეგვიპტელ და გერმანელ შუამავლებთან მოლაპარაკების შემდეგ 19 პალესტინელი ქალი გაათავისუფლა


ამ მოვლენას წინ უძღოდა ფაქტი, როცა პალესტინელმა სამხედროებმა სამი წლის წინ დატყვევებული ებრაელი ჯარისკაცის ვიდეომასალა გამოაქვეყნეს. ამ ფირის საშუალებით გაცხადდა, რომ გილად შალითი ცოცხალი იყო. ვიდეოფირის გამჟღავნებას მოჰყვა ისიც, რომ ისრაელმა 19 პალესტინელ დატყვევებულ ქალს თავისუფლება მისცა.

ებრაელი ჯარისკაცი გილად შალითი ჰამასის მეამბოხეებმა 2006 წელს ღაზის სექტორში დაატყვევეს.

ფირზე შალითს ხელში პალესტინური გაზეთი ეჭირა და ებრაულ ენაზე საუბრობდა. გილად შალითმა თავად გადაწყვიტა მიმართვა ებრაულ ენაზე წაეკითხა. ჯარისკაცს იმ დღევანდელი გამოცემის პალესტინური გაზეთი ეჭირა ხელში და საკუთარ ოჯახს სიყვარულს ეფიცებოდა. ისრაელის მთავრობის მიმართ კი ნდობას გამოხატავდა, რომ ყველა ღონეს იხმარდნენ მისი გათავისუფლებისათვის.

ჩანაწერი ისრაელის ტელევიზიამ სახელწიფო არხზე გაავრცელა. შალითის ოჯახმა ამ ფაქტზე დუმილი ამჯობინა. რაც შეეხება პალესტინელებს კი - ისინი სიხარულს ვერ მალავდნენ და ამ ფაქტს ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ.

ბადრაგმა ისრაელის ციხიდან დასავლეთ ნაპირზე, ღაზის სექტორში 19 პალესტინელი ქალი უვნებლად გადაიყვანა.

ოჯახის წევრები და ახლობლები ქალებს საზღვართან დახვდნენ. ფატიმა ზიგი ამ ქალებს შორის ერთ-ერთი იყო. მან ისრაელის ციხეში მეცხრე შვილი გააჩინა. ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე ფატიმას პირადად შეეგება. ლიდერის შეფასებით, ეს დღე პალესტინელთა ნების აღსრულების დღედ იქნა გამოცხადებული.

იმის გამო, რომ ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლები დღემდე ერთმანეთს არ ცნობენ და მოლაპარაკების მაგიდას არ უსხდებიან, გაცვლით მოლაპარაკებებში ეგვიპტელმა და გერმანელმა შუამავლებმა მიიღეს მონაწილეობა.

თუმცა ჰამასი იმედს არ კარგავს და ფიქრობს, რომ ისრაელის სამხედროები უახლოეს ხანში ასობით დატყვევებულ პალესტინელ მეამბოხეს გაათავისუფლებენ.

XS
SM
MD
LG