ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმში შეტაკება მოხდა


იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის პოლიციამ ერთ-ერთი უწმინდეს ადგილთან მისასვლელი გზები გადაკეტა.

პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა წმინდა ადგილზე შესვლის მსურველი პალესტინელი დემონსტრანტების წინააღმდეგ. საპასუხოდ, პალესტინელებმა პოლიციას ქვები დაუშინეს.


ისრაელის პოლიციის განცხადებით, პროტესტის მონაწილე რამდენიმე ადამიანია დაკავებული. გასულ კვირას მსგავსი პროტესტის შედეგად რამდენიმე ადამიანი იქნა დაშავებული.


XS
SM
MD
LG