ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალდიდობებს 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა


ოფიციალური ცნობებით, ინდოეთში ხუთი დღის განმავლობაში ტროპიკული წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობებს 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ასევე ოფიციალური ცნობებით, 167 ადამიანი კარნატაკას შტატშია დაღუპული, სადაც ინდოეთის არმია დ საჰაერო ძალების ვერტმფრენები დამაშველო ოპერაციებს ატარებენ და მოსახლეობას საკვებს ურიგებენ. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დაღუპულების რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს, ვინაიდან ჯერ ისევ უამრავი ადამიანია dაკარგული და მაშველები დატბორილი ადგილების უმრავლესობაში ჯერ ვერ შედიან. ასობით ათას ადამიანს ევაკუაცია უკვე ჩატარდა.


XS
SM
MD
LG